↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ღამე

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2026-07-181 წთ საკითხავი2894 ნახვა

—
ღამე...ღამე - მთვარით დანაფერი, -მოჰგავს ნახატსა და მოგონილს...გზები შეგვრჩა, მეტი არაფერი,წამო, ავედევნოთ, გოგონი...
ქარი ღრუბლის კაბას უფრიალებსმთვარეს... უკვე ბნელა, იცი, ლიკ,ახლა ღამე ისე ჩუმი არი,მესმის მხოლოდ შენი სიცილი.
მთვარე ცაზე მიდის გადარბენით...ვიცი, სანამ წახვალ „ჰო“-ს მეტყვი.გზები...გზები... მეტი არაფერი...სახლში მიგვაცილებს პროსპექტი.
ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი