↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღდგომის სიბრძნე

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2026-07-181 წთ საკითხავი2893 ნახვა

—
აღდგომის დილას პაპაჩემი დადაშას ახდის,მამალს დაკლავს და მერე ლოცვას ჩურჩულით ამბობს(სანოვაგეთი მოირთვება ძირძველი ტახტი)და ქვევრის ყბაზე სანთელს ანთებს მოხუცი ბაბო.
შესაწირს სისხლი ახმება და პაპა კი დებს ჯამსქვევრთან და დინჯად იმუხლება ნამიან სიპზე...ქვევრში ჩაუშვებს გასავსებად გრძელტარა თებჟანსდა სისხლისფერი ღვინით ლოცავს აღდგომის სიბრძნეს.
----------თებჟანი - ორშიმო
ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი