↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სოფელში წვიმებია

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2026-07-181 წთ საკითხავი2892 ნახვა

—
სოფელში წვიმებია... უბრალო წვიმებია, უბრალო...ხეებიც მოხრილან და ქუჩებში მოძრაობენ ქოლგებით;(ჩვენც ასე დავდიოდით) და ახლა უშენობა დაბრალდადროს, რადგან დაგვაშორა: ქუჩებით, ქალაქებით, ოლქებით.
დუმს ახლა პოეზია და შენზე ლაპარაკობს ამინდი...აპრილსაც შესცივდა და მაისი გადაიცვა ორმხრივად.ღმერთია ისე ახლოს - სათხოვარს გაიგონებს: -ცა მინდა -ცოტათი ავამაღლო, რომ დაბლა გავიარო მოხრილმა.
უბრალო წვიმებია. სათქმელსაც მერამდენედ ველევი,ფიქრი ვეღარ სცდება სარკმელთან მოქანავე კვიპაროსს...წვიმს ასე, უსამშობლოდ... სოფელში დაიტბორა ველებიდა შენ კი უცხო ცის ქვეშ დარჩენილს საქართველო გიფარავს!
სოფელში წვიმებია... უბრალო წვიმებია, უბრალო...
ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი