პოეზია · ლირიკა
* * * მორჩა
მორჩა... ყველაფერი მორჩა!საკმარისია რაც ვწერე...უკან არაფერი მომრჩა,არც წინ მელოდება „მერე“.
ღამემ მოიცილა ქერქი,დღე ჰგავს ფერმოკლებულ ტილოს;მე კი უშენობის გვერდითსულის ამოვსებას ვცდილობ
შენზე ფიქრითა და, ვიცი,უკვე გადავაწყდი ჯებირს...ფეხქვეშ აღარ მყოფნის მიწა,როგორ ჩამიმთავრდნენ გზები!
დღემდე ყველაფერი ვცადე,გზებსაც მოვყვებოდი ქვიანს.შენ ხომ მართალი ხარ ცამდე!მე ხომ უსამართლო მქვია...
მივალ, აღარსაით მივალ,გზებსაც დავუმთავრდი. მე კი -მტკივა, იცი, როგორ მტკივა,შენთვის გაღებული ნეკნი.
ახლა კაცზე უფრო მეტადვგავარ ოკეანეს - დაცლილს.ღმერთო, დაიფარე, ბედადგზაზე დარჩენილი კაცი!..