↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს აფიშები

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3295 ნახვა

—
ეს აფიშები...ეს აფიშები...ეს აფიშები ნაცნობი გვარით,თითქოს მბოჭავენ, არ მეშვებიან,გულს მიშიშვლებენ, სულს მიშიშვლებენ,ან თავს მოვიკლავ,ან გავგიჟდები.აუტანელი, როგორც ტკივილი _კვალდაკვალ მომდევს აფიშების უხმო კივილი;აფიშებიდან გადმოაბიჯადა წინ დამიდგა მოგონება გარდასულ დღეთა.ის ამ მყივარი აფიშებით მოვიდა ჩემთანდა ჩემს იდუმალ ტკივილებს ამხელს;ძალით მახსენებს მივიწყებულსაყვარელ სახელს;სად გაექცევი ამ აფიშებს ანდა მათ კივილს?სად გაექცევი საკუთარი ჭრილობის ტკივილს?სევდას, უძილო ღამეებით ბევრჯერ აწონილს...საკუთარ აჩრდილს, მლიქვნელივითფეხქვეშ გაწოლილს...მოვრბივარ, მაგრამ...ვეცემი, მაგრამ...კვლავ ვდგები, მაგრამ...ისევ გავრბივარ, გავრბივარ, მაგრამაუტანელი, როგორც ტკივილი,უკან მომყვება აფიშებისუხმო კივილი.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი