↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაღამება სევდას მიქსოვს

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3302 ნახვა

—
დაღამება სევდას მიქსოვს,გული რითი გავართო,დავჯდები და დავწერ ბარათს,ისევ უმისამართოდ.ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,ვერსად დაემალები,მისამართად ეგულებაშენი გიშრის თვალები.მას რად უნდა ქუჩის სწავლა,შენი სახლის ჩვენება,ვით მერცხალი თავის ბუდეს,მოვა, მოგეფერება.გახსნი ბარათს, წაიკითხავ,წარსულს დაუბრუნდები,მაგრამ ისევ გონს მოგიყვანსსინამდვილის ხუნდები.რა მწარეა მოგონებადღეთა გარდასულისა,რა ძნელია დაოკებავნებააშლილ სულისა...და როცა ქალს ვნება ახრჩობს,გული რითი გაართოს,ჟინიანად დახევს ბარათს,მაგრამ... უმისამართოს.დაეძებ და ვერ იპოვე,გაგიცრუვდა მიზანი,მე კი გულის გასართობადკიდევ გამოგიგზავნი.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი