პოეზია · ლირიკა
* * * "ნუ აკვირდები"
ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს,არას გეტყვიან ჩემი თვალები,მე საგიჟეთის პალატაც ვნახედა ჩარაზული ციხის კარებიც......ვისწავლე გულში ჩამარხვა სევდის,ნაძალადევი სიცილიც ვიცი,მე აღარა მწამს თვით ღვიძლი დედისდა არა მჯერა არც ერთი ფიცის...შენ ვერ გაიგებ, მე რა მწადია,შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს,ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს,მე ამ მშფოთვარე დედამიწაზე......ნუ შემომფიცებ მე ერთგულებას,არ დავიჯერებ, რაც უნდა ითქვას,მე ქვეყანაზე არ მეგულებაგაუტეხავი არც ერთი სიტყვა...შენ ვერ გაიგებ, მე რა მწადია,შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს,ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანსმე ამ სისხლიან დედამიწაზე.