↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "წმინდაო, წმინდაო"

გრუზინსკი პეტრე

2014-05-121 წთ საკითხავი3302 ნახვა

—
წმინდაო, წმინდაო,წმინდაო მარიამ!მე ლოცვად მოვედი,მე ლოცვა მწადია;ვიცი, უჩემოდაც აქ ბევრნი დადიან,მაგრამ შენ ვერ ნახავ ჩემსავით დარდიანს.წმინდაო, წმინდაო,წმინდაო მარიამ!რა გაოცებული თვალებით მიცქერი?!ვიცი, არ მელოდი...მე მხოლოდ ღვინოს და ვნებას ვუმღეროდი.ვიცი, არ მელოდი...და მაინც მოვედი,ნაძარცვი, შიშველი,ჩემთვის არაფერს გთხოვ,მე რაღას მიშველი,როსკიპი ქალივით ათასჯერ გაყიდულსსულიდან ხორცამდე...ბევრჯერ მიტირია,ბევრჯერ მინანია,მაგრამ ჩემ ცოდვათა მონანიებაზეფიქრიც გვიანია...მეტად გვიანია...და მაინც რატომღაც დღეს ლოცვა მწადია _წმინდაო, წმინდაო,წმინდაო მარიამ...მე განწირული ვარ,ლოცვა ვერ მიშველის,მე დაღუპული ვარ _ შენდობა არ მინდა..ვიცი, ჩემს შეცდომებს კვლავ გავიმეორებ,ისევ რომ დავიწყო ცხოვრება თავიდან...და მაინც, რატომღაც დღეს ლოცვა მწადია _წმინდაო, წმინდაო,წმინდაო მარიამ!მე შენთან მოვედინაძარცვი, შიშველი...ჩემთვის არაფერს გთხოვ, ვეღარას მიშველი.მე იმას გავედრებ _ ჩემს სახელს კი არა,ვინც ჩემთა ტკივილთა სევდას ეზიარა,ჰფარავდე მას, ჩემზე ნაღველით დარდიანსწმინდაო, წმინდაო,წმინდაო მარიამ!..
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი