↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაბზარული კერპი

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3299 ნახვა

—
ფერწასულ ხატად მეჩვენები,გაბზარულ კერპად,რომ დარჩა კენტადმლოცველის და მრევლის გარეშე...ვინ გაგიბედა?ვინ გაგიმეტა?ვინ მოვა ნეტავჩემ მაგიერ მლოცველად შენდა?გაბზარულ კერპად მეჩვენები,უთვალავ კოცნით გაცრეცილ ხატად,მაგ კოცნის კვალი დღემდე არ ჩანდა,ან ვერ გამჩნევდი,მე შენი მწამდა.რას შეგამჩნევდისიწმინდის გარდა?ჩემს გულს მოვიტანსამსხვერპლოზე წარბშეუხრელად,და ზედ იარონ, დაე, გათელონ,ოღონდ მითხარი,გაბზარულო, შენ, ჩემო კერპო,როგორ გიშველო, ვით გაგამთელო?
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი