პოეზია · ლირიკა
* * * "თოვს..."
თოვს...თოვლია,თუ თოლიამჩამიქროლა გამალებით?!ცა ირხევა, ცა მოლიაღილისტოლა ზამბახებით.თოვს... თოვლიაბარში, მთაზეფიფქი ფიფქთან მოდის ერთად.თოვდა მუდამ, მაგრამ ასე,დღეს რომ ათოვს, ასე თეთრადარასოდეს უთოვია,ვგლოვობ მუდამ, მუდამ, მაგრამასე მაგრაჯერ არავინ მიგლოვია...ვისა ვგლოვობ მე ამაოდ?!დავიღალე ამ ძიებით,მსურს ჩავიკრა სათითაოდმკერდში თოვლის თოლიები.ჰე, მეძავო სულო ჩემო,გინდა თოვლის სიწმინდე დასიქალწულეც დაიჩემო?!ზნე მაქვს ავი,ეს ველური სიჯიუტე,სადაც წავალ სულ თან მახლავს,მაგრამ გწამდეთ, ჩემი თავიმე პოეტად სტამბაში არ მომინათლავს...ასეთი ვარ, ასე გავჩნდი,მზეს არ ვესვრი ბედის ბადეს,ჩანს, ბრწყინვალე ბაგრატოვანთერთი ლოთი დავებადე,მაგრამ ჩემს გულს ასე დიდხანსარავინ არ უგლოვია,ასე თეთრად ქართულ ზეცას არასოდესუთოვია......თოვს... თოვლია,თუ თოლიამ ქარიშხალი მომახარა?!მართლა თოვს თუ ვინმემ შენისურნელება მომაყარა?!უკვდავების ვეძებ წყაროს,რომ განვაგრძო ჩემი ბრძოლა,ვეჭიდები მთელ სამყაროს,გული კი მაქვს ფიფქის ტოლა....თოვს,თოვლია?!თუ თოლიამ ჩამიქროლა გამალებით?!ცა ირხევა, ცა მოლიაშენი ფერის ზამბახებით.ნეტავ ასე თუ დაათოვსმივიწყებულ იმ ჩემს საფლავს,მეც სხვებივით ჩემი თავი სტამბაშიარ მომინათლავს...ამ თოვლივით წმინდა იყო, ვიცი, ერთ დროსჩემი გული,დღეს ზიზღით და სიძულვილითშავად რომ მაქვს შერუჯული.და მაშინაც ასე თეთრად,ასე თეთრად არა თოვდა,ასე ძლიერ რომ გაფითრდა,ალბათ სატრფო გაუთხოვდა.თოვს...თოვლია?!თუ თოლიამ ჩამიქროლა გამალებით?!.ცა ირხევა, ცა მოლიაღილისტოლა ზამბახებით...თოვს...თოვლია,თუ თოლიასშენი ფერი უთხოვია,ასე თეთრად, ასე თეთრადარასოდეს უთოვია.