პოეზია · ლირიკა
დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია
დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყიამეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,ნაირმალივით გულზე მატყვიაშენი პატარა ტერფების კვალი.არც იერიშით მივსულვარ მტერზე,არც შურისგების მითქვამს პირობა,არ მიბრძოლია და მაინც მკერდზემაზის მაგ თვალთა მძიმე ჭრილობა.და როცა ვინმე შენ, უტიფარი,მოგაპყრობს მზერას აღსავსეს ჟინით,მსურს დავულეწო გულის ფიცარი,ჩემს წინაპართა ბრძოლის ყიჟინით.მაგრამ დღეს წელზე აღარ მარტყიამეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,ნაირმალივით გულზე მატყვიაშენი პატარა ფეხების კვალი.