↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღესაც არ ვიცი

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3302 ნახვა

—
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა _ხატების სევდას,ფრესკების სევდას,რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალებიარ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,ასე მგონია, თუ ინებეს შენმა თვალებმა,ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავსაგინთებ ახალს.მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად,მაგრამ დაჩოქილს შენ წინაშე ვერასდროს მნახავ.დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალებიარ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი