პოეზია · ლირიკა
ბევრჯერ ვყოფილვარ
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,აქ ბევრი ღამე მითენებიადა ყვავილებში განაბულ ნიავსჩემთვის რამდენი რამ უმღერია...მეც განაბული ვუსმენდი, როგორცსაყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს.ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,რამდენი ღამე მითენებია;მაგრამ ის ღამე,დედოფალი ყველა ღამეთა,რა უმოწყალოდ მალე გათენდა.დრო ადნებოდა საზარლად მალეშენს გასაოცრად სევდიან თვალებსდა მოდიოდა უშენო ხვალე _სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთადა მოგონებათ ღამის ნაფლეთი _არაგვზე, შენთან.გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალიდა სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი....ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი,სასაცილოა ჭაღარა ბავშვი,მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ;კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში,შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში,სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.შენს გასაოცრად სევდიან თვალებსდრო ადნებოდა საზარლად მალედა მოდიოდა უშენო ხვალე...დროო, შეჩერდი! ასე იოლადმე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს!შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარგაიმეორო ასეთი ღამე!..პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწასდა ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა.ღამე, ის ღამე,დედოფალი ყველა ღამეთა,რომელიც ასე უმოწყალოდმალე გათენდა.