პოეზია · ლირიკა
* * * "შენ ალბათ"
შენ ალბათ ახლა ჭიქა გიჭირავსდა საახალწლო სუფრაზე მღერი;მე ვწევარ სადღაც არაგვის პირას,ღამეა ჩემი ფიქრების ფერი...ნაბადზე მათოვს...და გაყინული თოფის ლულებიამ ბნელ ღამეშიძმადნაფიცის სითბოთი მათბობს...ნაბადზე მათოვს...დღეს არაგვია საოცრად მღვრიე.შენ არ გეგონოს,ისევ შენზე ფიქრი მტანჯავდეს _არა, უბრალოდ მენანება ჩემი ოცნებაასე უწყალოდ რომ შეგალიე;გულდასაწყვეტი აბა თითქოს რა უნდამქონდეს?შენი ალერსი არ დამკლებიადა როცა მარტო გიგულებდითბილს და ვნებიანს,ქვეყნად არავინ არსებობდა ჩვენ ორისგარდა,და მოპარული საათები სიგიჟეს ჰგავდა.და მე სულელიგაშიშვლებულ ქალის სხეულში(სიშიშვლის გარდა) სულსაც ვეძებდი,უფრო წმინდის,ამაღლებულის მსურდა მონება _ამას ვერ შესწვდაშენი გონება.და ალბათ ახლა ჭიქა გიჭირავსდა საახალწლო სუფრაზე მღერი;მე ვწევარ სადღაც არაგვის პირას,ღამეა შენი თვალების ფერი,ღამეა ჩემი ფიქრების ფერი,ნაბადზე მათოვს...და გაყინული თოფის ლულები,ამ ბნელ ღამეში,ძმადნაფიცის სითბოთი მათბობს...ნაბადზე მათოვს...