პოეზია · ლირიკა
ვაი, რა ცუდი ყოფილა
ვაი, რა ცუდი ყოფილა,ქართველთან ცოლზე ცილობა...თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,ცხენიანა მჭირს ჭრილობა!რა მწუხთში ამოწობილაუცხო მიწა-წყლის შვილობა.ყარყუმის ბეწვის მაგიერ -ჭინჭნარში წოლა ტიალად;უნდომლად ჩამორთმეულიალალ მოწვდილი ფიალა...მაგრამ... თუ ქალმა გაცდუნა,მაგრამ... თუ გულმა იალა,სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლათივისებრ აგაბრიალა!...ხორცი - ხოხბისა კი არა,პური - თავთუხის კი არა,ღვინო - მუხრანის კი არა...უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,ურჩომიმც გჭირდეს იარა.ვაი, რა შარი ყოფილა,ცაი, რა ზარი ყოფილა,რა ბინდისკარი ყოფილა -ქართველოს ცოლზე ცილობა...ქვიშას ვჭამ მუხრანისასაათასგანა მჭირს ჭრილობა!