პოეზია · ლირიკა
ამორალური მორალი
მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობგანაჩენზეც მომესაწყლა ხელი;ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს...ჩამოცლილა მადლის საწნახელი.
რა უჩუმრად გაიბზარა გობი,გაიპარა ჩანაწობი წლები...ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი -უბნის ქურდად მონათლული ძმების.
ვხედავ: ცასაც უღალატა მიწამ,საძმო ფული აწ ფუფულოდ ხარჯე...სერობამდე გაგცა მამლაყინწამდა ცხრა წელი შემოადნა მაჯებს.
ბობორიკა "ქსანის ჰამაკს" მიქსოვს,რომ ნარიდან ავიკრიფო ძვლები;აბეზარი ბუზი - ტუზის სიმსხო -გაუშვა და... გადმომხედა შვებით.
ობობასაც კი ჰქონია გული -მაცდურ ქსელთა მბეჭავ ბაბაჭუას;გისოსიდან მიმზერს - გაფუყული:რა უგულოდ ვლოღნო პურის ყუას.
არა, ძმაო, არ გიკითხავ მორალს,არც შეგიქცევ გოფრე გრამაფონით.მაგრამ: წყალი რომ წაიღებს ბორანს,მებორნესაც ახსენდება ფონი...
შენც ეძებე: თუმც ვერაფერს შეცვლი...წითელ "პრიმით" ვერ ამინთებ მწვანეს;იუდასიც არ ყოფილა ვერცხლი -ჩამშვებაძის თამბაქოზე მწარე!..