↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრანელი

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5211 ნახვა

—
ბედ–აკვნიდანვე აკლდა ამინ და...ლექსშიც დააკლდა რაღაც გრამები...ამოღწეული ცის აკლდამიდან –საკუთარ საკურთხს უზის გრანელი.
ქუდ–ბოდიშივით... ზამთარს სწყინდება,არც ყანწელია, არც – გრაალელი:იცის, რომ: ლექსით – სამთაწმინდეადა დებოშებით – გრანი გრანელი.
ბაღის ბეღურა რითმით ერთობა,აღარ ეთმობა ბზა და რვეული;პოეზიაში ერთადერთობასწუხს – ცხოვრებაში გზაარეული.
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი