↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბსურდის სურდო

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5220 ნახვა

—
ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;ყელს, საცაა, გული აებურთება –ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.
მალე სული ვნებას აავერტერებს,ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებსპლაჟს გაუშლის პაჟი – გამოგონილი.
მერე... გოდოც მოვა – დარდის გოდრით დაბოლო სცენას გაასრულებს აბსურდის;ამოიცან, ავიცენას გოგრიდან:ლექსის სურდოდ გავრცელება რას უდრის!..
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი