პოეზია · ლირიკა
კომპოზიცია თითებზე ანუ პირველი ვერნისაჟი
თითები – ნეფერტიტის,თითები – ანგელოზისტანჯავდა ფარაონს, როდენს,მხრებიდან ტერფამდეთითებით გეფერები,ტუჩებით გეხები ოდეს.თითები – ტიციანის,თითები – რაფაელისვარდივით ფურცლავენ დილას,გავშალოთ თითებისმთრთოლვარე დარაიადა აქვე ჩამოვსხდეთ ფრთხილად.თითები – თინათინის,თითები – მარიამისმაისის ალივით მთენთავს,ვიყიდოთ თითებისწითელი როიალი,კონცერტი გავმართოთ მცხეთას.თითები – ვირსალაძის,თითები – ისაკაძისცვილივით ადნობენ ბექთარს,ავაგოთ თითებისმცხუნვარე ეკლესია,დილამდე ვილოცოთ ერთად.თითების ხეივანში,თითების სასახლეშიფრთადაფრთა ვიფრინოთ ღამით,გავშორდეთ არმაზს დამტკვარიდან არაგვამდეგავცუროთ თითების ნავით.თითები – ქრიზანთემის,თითები – იასამნის, –ცისგულა იების ფარდი,თითებით ვიცნობდიისმენეს, ესმერალდას,თითების მიმყვება დარდი.თითების ჰარმონიით,თითების ანდამატითპოეტებს კურნავდნენ ადრე,ავდგეთ და თითებისპირველი ვერნისაჟიმოვაწყოთ თბილისში სადმე.