პოეზია · ლირიკა
*** "თქვენ ყვავილივით გატირებთ წვიმა"
თქვენ ყვავილივით გატირებთ წვიმა,მე გაზაფხულის მაფიქრებს ქარიდა ცხადად ვხედავ: ვით ამას წინათ,ეზოში სტუმრად შემოდის მტკვარი.როგორც იტყოდა ურუქის ბრძენი:მზე სიყვარულის ურუქით ჩადის...მე გამეხსნება ჭრილობა ძველიდა გამოვიხმობ ჰამლეტის აჩრდილს.მე სიყვარულის ამოვხსნი იგავს...მე – თიხის თიხა და მთვარის შვილი,ავდგები... დავწერ მომავლის წიგნებსან ფეხშიშველა სოფელში ვივლი.