↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალადა საკუთარ გულზე

კალანდია გენო

2002-07-121 წთ საკითხავი1435 ნახვა

—
გულო, გეკითხები, როდის?გულო, ახლოვდება მარტი,გულო, სიყვარული მოდისცრემლით, სალამურით, ვარდით.გულო, დარჩენილა ღიაშენი უსურვაზის კარი,მინდვრად გამოსულა ია, –ოცი გაზაფხულით მთვრალი.გულო, შემოდგომის კოცონსჯობდა ნაპერწკალი წინა?!ალბათ, სამოთხეში მოგცეს,გულო, სამუდამო ბინა.გულო, განიძარცვა შინდი,გულო, არ მოგედოს ხავსი,გულო, სიჭაბუკე მოდის –ღვინით, ყვავილებით, ვალსით...გულო, სასწაულებს ელი,გულო, ამიჯანყდე ლამის,გულო, მეგობარის ხელითასგზის მოწამლულო შხამით.გულო, გაჩენილო ბავშვად,ვარდებს ფიანდაზად შლიდი,გულო, ჩატეხილა შარშანშენი გადებული ხიდი.გულო, მოგონებას უხმე,თოვლი გარეულა თმაში,გულო, აჩეხილო წუხელსამი მუშკეტერის დაშნით.გულო, აყვირებენ ბუკებს,გულო, შებინდება მოდის...გულო, გელოდება უკვეშავი მარმარილოს ლოდი.
კალანდია გენო

კალანდია გენო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი