პოეზია · ლირიკა
მთვარე ღრუბლებში
ღრუბლებს აბოლებს რუხი მთის ერდო,მიაქანავებს ცაზე ირიბადდა მოჩანს მთვარე, ვით ქალის მკერდიჩამოხეული გულისპირიდან.ამაღამ ფიქრი არ დამეხსნება,ვიბორგებ, როგორც ბორგავს ყვირილა;ნაკადულივით ვიდენ ლექსებად,გულში ჩამრჩება ირმის ყვირილი.ამაღამ მინდა ზღაპრული ბედიდა... ღრუბლიანი ციდან ირიბადანათებს მთვარე, ვით ქალის მკერდიჩამოხეული გულისპირიდან.