პოეზია · ლირიკა
ამორძალები
ცისკარს მიუგავთ ნათება თვალის,ოქროს ვარსკვლავებს _ მკერდი,ხან მოსწონთ, ხანაც ადარდებთ ქალისამორძალური ბედი.გააშიშვლებენ ხმალს და კივილითგააღვიძებენ ველებსდა, მტრების ხელში გულის ტკივილითიბანენ ლამაზ ხელებს.ყველა მამაკაცს მტარვალად თვლიან,მტარვალად თვლიან, თუმცავერ ელევიან მოპარულ ტრფიალს _გულში ქალურად უცემთ.ელვას მიუგავთ ნათება თვალთა,ნისლის თეთრ ქუდებს – ფიქრიდა, იკარგება სამეფო ქალთასაუკუნეთა იქით...