↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * საგრძნობია გარეთ სითბო

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14830 ნახვა

—
საგრძნობია გარეთ სითბო,გაზაფხულდა, ეკა!ქაშუეთის ზარებს თვითონმამაღმერთი რეკავს.მზე ანათებს ვერცხლისფერადმოელვარე გუმბათს.ასე ტკბილი, მთებს სიმღერაარასოდეს უთქვამს!კვირტთა სკდომა ეპარებასაადრეო ატმებს.ეკა, ასეთ ნეტარებასგანიცდიდი სადმე?უკვდავების მართლა მჯერა,ჰქრის მსუბუქი სიო.ანგელოსის ადგას მზერა:მამადავითს, სიონს.ღმერთს ვავედრებ ცას დიდებულს,საარაკოს მართლაც.ჰგავს თბილისი აზვირთებულოკეანის ტალღას.ქაშუეთის ზარებს თვითონმამაღმერთ რეკავს.საგრძნობია გარეთ სითბო,გაზაფხულდა, ეკა!
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი