პოეზია · ლირიკა
* * * ადრე დაკეცა ოცნებამ ფრთები
ადრე დაკეცა ოცნება ფრთები,არავის თხოვდი ამქვეყნად შველას.როცა ყველასთვის ზედმეტი ხდები,თვითონვე უნდა მოშორდე ყველას.წყვდიადმა შთანთქა დღეები ქარვის,ახლა ყველაფერს გაუძლო უნდა.შენი წუხილი აწუხებს არვის,ცოცხლად დაგმარხონ მიწაში თუნდაც.