პოეზია · ლირიკა
* * * "აქეთ მწვანე ფერდობია"
აქეთ მწვანე ფერდობია,იქით-ლურჯი ფერდობი.უკვე აღარ გენდობიან,შენც არავის ენდობი.მწუხარეა, ვხედავ მთები,გულში მზეა ნაკლები.უკვე აღარ მედარდები,აღარც შენ გენაღვლები...შენისლულა მთა-კორდები,წერ სისხლიან სტრიქონებს....უკვე არვის აგონდები,შენც არავის იგონებ...ქრება თეთრი კელაპტრები,მგონი ქრება სინათლეც.უკვე არვის ენატრები,შენც არავის ინატრებ...აქეთ მწვანე ფერდობია,იქით-ლურჯი ფერდობი.უკვე აღარ გენდობიან,შენც არავის ენდობი.