პოეზია · ლირიკა
* * * "თუმცა მოგონება მზიანია"
თუმცა მოგონება მზიანია-ზეცა ალუბლებით დანაფერი.მაინც ყველაფერი გვიანია,აღარ შეიცვლება არაფერი.მალე უნუგეშოდ წარიშლები...(ბაღში გაძარცული ნაძვებია).გულზე, ბობოქარი ქარიშხლები,მძიმე ლოდებივით მაწვებიან.კვლავაც მოუთმენლად მელოდები,ზღვები უმიზეზოდ შფოთდებიან.გადაყვითლებულა მდელო-მთები,გზაზე გაცრეცილი ფოთლებია.თუმცა მოგონება მზიანია-ზეცა ალუბლებით დანაფერი.მაინც ყველაფერი გვიანია,აღარ შეიცვლება არაფერი.