↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვნების მორევში

რიმნისთაველი დიკი

2001-07-121 წთ საკითხავი782 ნახვა

—
ვნების მორევში ისე ჩავეშვი,რომ გამოჟონა ოფლმა ნეკნიდან,ანგელოზებს კი ლექსის ჭალებშიასაფრენ ფრთებზე ცეცხლი ეკიდათ.ნეტავ ცხოვრება საით გამისვრის,გული სხვის გულთან რას იტიტინებს.კრწანისის ველზე დაღვრილი სისხლისამაჩაბლოში გამოვიტირე.დიდგორი არ მსურს რომ გავიხსენოან ბაზალეთი ცრემლით ჩავრეცხო,ახლაც პირში მაქვს იმ თაფლის გემო,ცოტნე დადიანს ტანზე რომ ეცხო.ნუ განმიკითხავთ ასე მომზირალს,რაღა დროსია ჩემი ანცობა,ოცნების გობზე ლექსებს მოვზილავსულის თონეში გამოსაცხობად.

რიმნისთაველი დიკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი