პოეზია · ლირიკა
*** "ღამე მშვიდობის"
– ღამე მშვიდობის! – მითხარ და წადი,–ღამე ნებისა! – მეც ჩუმად გითხარ,ხეც თითქოს შეკრთა, შეირხა დარდით,მე იმ ხის ძირას ვიდექი დიდხანს,მერე წინ წავდგი ნაბიჯი წყნარად(დედისთვის ძილი დაეფრთხო ლოდინს)და შინისაკენ მე შენი `არა~მხრებით მიმქონდა ვით მძიმე ლოდი.