↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეძახის

მჟავია ქსენია

2026-07-181 წთ საკითხავი377 ნახვა

—
მეძახის შენი ბიბინა ველიდა შენი დიდი სინათლის ღვარი,შენი ცის ფერი, შენი მზის ჩქერი,შენი წარსული და მომავალი.
შენი მარადი სიცოცხლე ფეთქავს,მშვენებით ღვივი, იღვრები სითბოდდა რაც სიმაღლე არსებობს ქვეყნად _შენ ხარ, ყველაზე მაღალო ფიქრო.
მინდა შენი ცით სული ავივსო,შენი ცხელი მზით გული გავრუჯო,ჩემო თბილისო, ჩემო კრწანისო,ჩემო ხერთვისო და არტანუჯო.
ხმა გამაგონე გულის გამღებიდა სიყვარულის მადლი მომფინე,დამალოცვინე შენი ბარებიდა შენი ზვრები დამაკოცნინე.
შენი ცვარ-ნამის სუნთქვა მეძახის,მოლზე მძივებად გაბნეულების,გადაფოთლილი შენი ვენახი,შენი ჭალა და ანეულები.
შენი “ლილეო” და შენი “ნანა” _ჩვენი სიცოცხლის ტკბილი ბანგები,ჟუჟუნა წვიმა, შრიალა ყანა,მზით შემოსილი განთიადები.
მეძახის შენი ფუძე და კარიდა გადაუხდელ ვალით მავალებსშენი სინათლის უწყვეტი ღვარი,შენი წარსული და მომავალი.

მჟავია ქსენია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი