პოეზია · ლირიკა
თანდათან
თანდათან ჯანი მაკლდება,მრუმე ფიქრები გამთანგავს,ჩუმი ოხვრა და გოდებაშემომეჩვია თანდათან.ძველი სალაღით ვერ ვხვდებიმეგობრებსა და ერთგულებს,ვდგავარ გაძარცულ ხესავითდა ზამთარს შიშით შევყურებ.სუნთქვა შემიკრეს ქარებმა,ავდარმა ხელი დამრია,არც საით მიმეჩქარება,არც საით მიმიხარია,ის აღმაფრენა სად გაქრა,გულს რომ გიგზნებს და აგანთებს?ვუახლოვდები თანდათანიმ დიდი სოფლის დაღმართებს...ეჰეი, წუთისოფელო,რაისთვის მართობ-მათბობდი,თუ მაინც უნდა დამეთმოსაწუთრო ვერდასათმობი?!მე წავალ, სულ გაგეცლები,შენ არა დაგაკლდება რა,წავიღებ, დარდი რაც მჭირდა,რაც სიხარული მებარა.დაგტოვებ ასე მშვენიერს,წარმტაცი მზით და მიწითა,მადლობით მოგიხსენიებ,რაც შხამი მასვი, მისთვისაც.