↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზა

მჟავია ქსენია

2026-07-181 წთ საკითხავი374 ნახვა

—
არ მიძებნია გზები ფერადი,გზა მიხვეული, გზები ირიბი,
ბარიდან მთაში, მთიდან ველამდი,მაქვს მიჩნეული ჩემი ბილიკი.
მე ამ გზით ვხვდები ბინდს და ალიონს,ჩემს მზეს და ნისლებს, დარდს და მოლოდინს.
თუნდაც დამქანცოს, თუნდაც გამლიოს,მისი ერთგული ვრჩები ბოლომდის.
ის არის ჩემი ხატიც და ღმერთიც,იმედი, ღელვა რამ უჩვეულო,
ვიცოცხლებ შენთვის, მოვკვდები შენთვის,გზაო, სხვა გზებში გამორჩეულო.

მჟავია ქსენია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი