↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოფერება

რიმნისთაველი დიკი

2001-07-121 წთ საკითხავი776 ნახვა

—
განა საყვედურს ვეტყვი გულიდან,თუნდ დამემალოს ეს სიყვარული,თითქოს უსიერ ტყის ჯურღმულიდანმესმოდა მისი ეჟვნის ჟღარუნი.მთაზე ნისლები გადმოდგებიან,ჩამოეშლება ჩანჩქერს ნაწნავი,მეგონა კლდის ქიმს წამოსდებიამზის სხივი ღაწვებ დაუკაწრავი.ნეტავ რად ვეძებ რაღაც მიზეზებსგული ამან თუ დამიჭიანა,სასიყვარულოდ მივდივარ მზეზემთვარემ რაღატომ იეჭვიანა.ახლა ისეთი სახმილი მძალავს,იქნება მთები მართლა გასწორდეს,დაუწერელი კანონი კრძალავსიღბალს, აწონილს ბედის სასწორზე,უსასრულობას დრო ვერ ერევა,დრო ჯიუტია და ხანაც ურჩი,მე სიყვარულის მოსაფერებლადმზად ვარ, განგებას თუ გადავურჩი.

რიმნისთაველი დიკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი