პოეზია · ლირიკა
ძეწნა
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა,ძეწნა...ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,ურევს!ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნაროგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქულიტანი!ისე ნება - ნება ეუფლება ვნება...და-და, და-და, დანითდა-და, და-და, დანითასე მოხდა ჩვენი გადალებანება
ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმადადის!სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა!არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადისშენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...
გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლოდა მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს,დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს,უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა,ძეწნანოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს,ურევს...ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნაროგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.