↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულდა

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3125 ნახვა

—
გაზაფხულდა,კაკლის ტოტებს შემოვევლე...ბიბინებენ...ბიბინებენ მინდვრები,ხეებს თავი დაუხრიათროგორც მხევლებს,მე კალოზე თავთავივითვიმტვრევი.
ვაზის მტევნებს დავეხვიეფუტკარივით.ვარდობისთვისგადავშალე კოკრები.უხარიათ...ჭეშმარიტად უხარიათ...როგორც ყვავილთ,სატრფოსათვის მოკრეფილთ,
მარტის დღეებს დავაფარებირონიას,აპრილს ვეტყვისაგალობელს უბრალოს.მირონია...ეს ცხოვრება მირონია...შენი ხელით რომ გვიბოძეუფალო.
გაზაფხულდა...გაზაფხულდა...გაზაფხულდა...სისხლის ფერად დაიფერაშვინდები.მე კი დავრჩი აჩრდილივითჩემს წარსულთან,თან სიცოცხლის გამრავლებამინდება.მინდა დავრგო,მინდა დავრგო ბევრი ნაძვი.ერთი სუნთქვით,ერთი სუნთქვით მეტია...აღარც მცივა!აღარც მათოვს!აღარც მაწვიმს!ჯერ ხომ კარიარგამომიკეტია.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი