პოეზია · ლირიკა
* * * "და როცა მარტო..."
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
და როცა მარტო, საკუთარი თავის წინაშერჩები და გრძნობ რომ ყველაფერი ილუზიაა.ცნობიერების ნაკადივით მოდის მირაჟი,რომ საკუთარ თავს მწუხარება გაუზიარო.
უთხრა დამშვიდდი, რატომ სტირი? მოზიარე ვარდა სიკვდილივით ჩააცივდე გაბზარულ სარკეს.მერე ადგე და მხილებული ბოზი ქალივითმოჭრილი თავი, მისუსტებულ მუხლებში ჩარგო.
რომ მოღალატეს, შვილების და მოხუცი მშობლის,მკვდარი შვილების, მომლოდინე პოეტი მამის.აღარც გრცხვენია, რომ ნახევარმსოფლიომოვლილსარსად გაქვს სახლი, გადაშენდე უძილოდ ლამის.
აღარც საწერი მაგიდა და აღარც საწოლი,აღარც ოთახი, გაბოლილი მალბოროს კვამლით.დადღეს მეხუთედ გითხოვდება ძველი საცოლე,რადგან მეოთხედ დაეღუპა მეუღლე წამლით.
აღარც ლოდინით ფანჯარაზე მიმჭკნარი დედა.ვალპურგის ღამე, ჩაძირული გემების გეზი.და უნებლიედ აგატირებს პატარა ხე დაპატარა კედის თეთრ ბიკინით დაკრძალვა ხეზე.
და ასე მარტო, საკუთარი თავის ამარარჩები და ღმერთით დაღლილ თვალებსღმერთსვე აფარებ.და ერთადერთი მისამართი რჩება სამარეუსახლკაროთა უანგარო თავშესაფარი.