↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არაფერი

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3130 ნახვა

—
არაფერი, არაფერზე, არაფერი მეტი,სიყვარული-სიყვარულზე ღრმად რომ განგვიმარტეს...ადგება და არაფერზე მოგაძახებს კრეტინსმეზობელი აივნიდან გადამხტარი მარტი.არავისთან არავისზე, არავისი წყენაწაუღია შენი ჭირიც, მიკვდომია ძაღლი,საფლავში თუ საფლავს მიღმა ძალად მემარცხენე,არაფერი არაფერზე, არაფერი მაღლა,არ დგას, არა, დამიჯერე, ილუზია ნიღბავს,ასე ძლიერ ნუ ენდობი ილუზიის ნაღმებს,არაფერი დამიჯერე, არაფერის მიღმა,ყველაფერი ჩამოჭკნა და ყველაფერი გახმა.სიმარტოვე-სიმარტოვის სიმარტივით ღეჭვა,რომ ეს ხილვაც, არაფერი გარდა მხოლოდ ხალვის,ძველ ლამბაქზე დადებული, რამე იყოს ვეჭვობ,სიგარეტიც-სიმარტოვით ღალვა.როცა მართლა არაფერი, `არაფერზე~ მწყობრიარ არსებობს! არსებობის არსებული განცდა,გეუფლება უძილობის უცილობელ მცხოვრებს,რომ საზღვარი მოთმინების, ყველა საზღვარს გასცდა.არაფერი... არაფერი...
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი