↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაპარსვის შემდეგ აღარ

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3135 ნახვა

—
გაპარსვის შემდეგ აღარ ისმევ აღარც ლოსიონსგზებიც გრძელია... რომ ამ გზებზე მარტომ იარო.შეყვარებული?... შეხვედრები?... რაღა დროსია!მხოლოდ საკუთარ მარტოობის ხარ მოზიარე.
ფიქრი ბუხართან, სავარძელში, ფანჯრის რაფაზეეძებ ნაკვალებს, იქნებ სულაც აღარ არსებობდროის ფილტვებში ჩალექილი ერთი ნაფაზისულ რომ დაეძებ და პოულობ რაღაც მსგავსებას
შენსა და ტოტებ-ჩამოსხეპილ აკაციებში...არის უთუოდ! არის რაღაც მსგავსი, ისე რომგაგაჟრჟოლებს და გაგრიყავს და გაგაციებს და!გინდა ვენები სამართებლით გადაისერო
ოღონდ არავინ გაგიმეტოს გადასარჩენადისე არ გწყალობს, არც ეს არის გამორიცხული,გინდა შერისხო არსებობა და შეაჩვენო,სიცოცხლე სისხლად ვენებიდან გამორიყული.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი