პოეზია · ლირიკა
შენ მამაკაცო
შენ მამაკაცო რანაირი ღალატი იცითითქოს ერთს ეტრფი, სხვის ძუძუზე გიდევს ალერსი,აღარ უყურებ შენი ცოლის თვალების ციმციმსდა გრძელი მკლავი მიგიდია კიდეს სარეცლის.და ფილტვებიდან ჩამოგჩხავის წყევლა შვილების,რომ დედამისის თეთრ საწოლში წევხარ ღალატითდა დაგიპყრია უსირცხვილოდ ქალის სხეული,რომ სხვას ჩაუცვამს შენი ცოლის მძიმე ხალათი.და აფროდიტეს შენთან უკვე რა ესაქმებაშენში ღვივდება გარდმოსული ვნების ნაყოფი,თითქოს შენს სულსაც არაფერი არ ეამება,რადგან არ დარჩა სამყაროზე შენთვის სამყოფი.და მამაკაცო რანაირი იცი ღალატი,რომ ელოდები სხვისი ტანის შეთამაშებას,ღმერთს უბედობით აუვსია შენი კალათიდა ახლა უკვე ბედიც აღარ გეთამაშება.