პოეზია · ლირიკა
* * * "კანზე ხალის გრეხილები"
კანზე ხალის გრეხილებიდა თითების სავარდფურცლე,ვერ ვიპოვე საკუთარი,სხვის თავს შევენავსაყუდლე,სხვის სულს შევეთავშესაფრე,ყელზე სიტყვის ცხელი გუბეგამოვაშრე უთქმელობითდა დუმილსაც ვერ გავუგე.მკერდზე კვდომის მჟავე ლაქისრძე მოვწველე,თესლად დავრგე,ვერ ვივარგე თვალის ხილვად,ვერც სიზმრებად ვერ ვივარგე.და ჭაობის თეთრ ტილოებსშევესანთლისალისფერე,ღმერთო, შენებრ ვიწრო მხრები,ჯვრებით რატომ დამისერე?და კლდეების მოსქო მუცელსსისხლკედლებში შევეჩვილე,რომ დამპირდი, გადარჩენას,ღმერთო, რატომ გამაწბილე?ვისაც სულში შევუსახლდი,ყველას სული ავატირე,ღმერთო, ნუღარ შემეჩვევი,ჩემს გრძელ გზაზე გამაცილე...