პოეზია · ლირიკა
* * *"მე ვრჩები"
მე ვრჩები,აქ ვარდაუსაბამოდ,ჩემს კანზე ახლა თხელი ვოლვეტიისე მოუკვდა უღვთო საღამოს,წავიდეთ, მაგრამ არა ყოველთვის.არ ღირს,აქ ვრჩები,სადღაც შორიდანმკერდქვეშ მოყოლილ გულზევლოცულობ,მე დავბრუნდები ჩემი ომიდან,ჩემს შუაღამეში ღმერთად მოსულო.მე გავაცილე სხვისი აჩრდილიდა სისხლზე ვთბები,დამპალ კერძიდანმე მაგონდება ცრემლით სადილი,ყველა სამხარი,შენ რომ გეძინა.თმას ვერ გავიშლი,ქალიდან მწყდება,როდესაც მზისკენ ვიწევ ყოველთვის,არ დამივიწყო, რომ გათენდებადა საუბარი ეპისტოლეთიშეისისხლხორცე, უხმოდ, ჩურჩულითრომ სიკვდილთან ვარსპეტაკ თოვლივით,აძურწულია კართან ურჩხული,მე კი აქ ვრჩები წამოწოლილი.წავიდეთ, მაგრამ ახლა ვფიქრობდი,იმ ძაღლზე, რომ არ მისდევს ქარავანს,ვერ გეუბნები ( ვწუხვარ ) მშვიდობით,რადგან მშვიდობა ჩემთან არაა.წავიდეთ, მაგრამ არა ყოველთვის.