↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ლოთივით ფეხი ითრია ქუჩამ"

გვინინა (ნანა ჭკუასელი)

2011-12-211 წთ საკითხავი782 ნახვა

—
ლოთივით ფეხი ითრია ქუჩამდა შენობების სიმრუშე ცხადყო,ასეთ დასაწყისს ბოლო არ უჩანს,მე ვიბადები ძილიდან, ვატყობ.და თვითმფრინავის დასერილ ზოლებსვიგონებ, როგორც გავლილ ქალაქებს,რომელსაც სახლში გამოვიყოლებ,რომელსაც ფიქრში გადავალაგებ.და სწორედ ახლა შენს ყელზე სთვლემენ,მზესავით მწველი შეჭრილი თმები,მე ვიცი, უკვე ვეღარ გამცემენდა ამიტომაც აღარ ვჩუმდები.თუმცა, ვინ იცის რამდენს გავბედავ,რამდენი ვინმე ამემრიზება,სხეულის სურნელს ქარში ვამხელ დაშენს წიგნში ვტოვებ აფორიზმებად.მოვდივარ, მკერდზე ნისლები იშვნენდა წყურვილს იკლავს ჩემს ჭიპში ფესვი,დრომ ჯვარზე აცვა ჩემი სიშიშვლე,მაგრამ რად აცვა - ეს აღარ მესმის.და მერე დგება სილურჯე დილის,თამბაქოს კვამლი აქარვებს წუხილს,მე ისევ ვხდები ვიღაცის შვილი,ისევ მტკივდება ბალახზე მუხლი.შენ კი არ იცი, როგორ გგავს ხმებით,ნარინჯისფერი ქალაქის ხველა,თითების წყებით სიკვდილს ვეხები,ხოლო ამ კვდომის არც ღირს გამხელა.თითქოს გოლგოთას გპარავდი, ღმერთოდა რაც ყოფილა, არც იყო ეგებ…მე შენი მაჯის სურნელი მეცნო,როცა სადგურში შემომეგებე.ჰოდა, ვდუმდები, ვიდრემდე დუმილსექნება მშვიდი ხმაურის ძალა,მე ვხდები, როგორც არასდროს - ჩუმიდა ვეკედლები უსიზმრო ქალაქს.
გვინინა (ნანა ჭკუასელი)

გვინინა (ნანა ჭკუასელი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი