პოეზია · ლირიკა
* * * "ფოთლით მკერდსავსე ხეებს"
ფოთლით მკერდსავსე ხეებსაქვთ საფიქრალი მეტი,მე შემოვრჩები სივრცეს,მე შემოვრჩები არვის,როგორც უსულო ნისლისმღვრიე ფრაგმენტი.მზე ადიდდება წყალზე,შენ გაიოცებ, თუკიდა მერე ჩუმად მოხვალდა მერე ჩუმად მოხვალ,ჩემში მთვლემარე შუქიცაეხანძრება კედლებსდა მოვა დილა - ლუში,ო, ღმერთო, ასეთ ღამეს,ასეთ უშენო ღამეს,ასეთ ქარბუქშიარ მიმატოვო, მძიმესარ ვსვამ,მძიმეა რადგან,სიკვდილმოხდილებს ჰგვანანსიცოცხლემისჯილ კართანმდგარი ღმერთები,ჰოდამეც მინდა ვიდგე წყნარი,რაც მოხდა,მოხდა - უწინ,ზღვა წაილეკა,დროა - მდინარის.ჩემს ძილისპირულს აღარდარაჯობს შუბლის ღვათქი,მე დავასრულე რაღაც,მე ვერვინ დამასრულადა რაც კი არ ვთქვითავის ტკივილებს ჰბადებს,მე უსხეულოდ მშობეს,როგორც თოვლიან მიწას,როგორც თოვლიან ღობესაეზილება ზღმარტლი,ყინვა აძინებს ხურმებს…მე რომ ამქვეყნად მოველ,არც ის ქვეყანა იყო,არც შენ ყოფილხარ - თურმე.