↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენს დალალებს

შალამბერიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2698 ნახვა

—
შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდიდა დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდიშენი წვივის და მუხლების სითბოსდა მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს.მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,ცხელი ენით დავითვლიდი მალებს,შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდიდა სიცელქით აგივსებდი თვალებს.
შალამბერიძე გიორგი

შალამბერიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი