პოეზია · ლირიკა
კაბარე
კვამლი დგას თუთუნის, ოთახი ჩუმია,ჭერიდან ობობა მიყურებს ლორნეტით,რადიო-ორკესტრმა ბგერების მუმიააპლოდისმენტებს გადასცა კონვერტით.ჯაზმენი ჯენლტმენი სცენაზე ავარდა,თითები სანთლებად დაადნო საქსაფონს,მაგიდის მწკრივებში შამპანი გავარდადა ხმა ჩაუწყვიტეს ხრიალით გრამაფონს.წყვილები ცეკვავენ, წყვილები ბევრია,ფოქსტროტი გარინდულ გარემოს აღვიძებს,შრიალა კაბებზე სურნელი შეცვლიამადმუაზელ ფერმკრთალებს _კოცნაში ჩაღვრილებს.ლაყუჩებს ბერავენ ოქროს ტრომბონები,კონტრაბასს ტრიალით მუცელი გაუცვდა,ბოდლერს უკითხავენ ვაჟებს გოგონები,მაესტროს ტუჩებთან სიგარა აუცდა.კვამლი დგას თუთუნის, ოთახი ჩუმია,ჭერიდან ობობა მიყურებს ლორნეტით,რადიო-ორკესტრი, ბგერების მუმიააპლოდისმენტებო, გახსენით კონვერტი.