↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დაიბინდა ლიმნისფერი მზის სხივების ჯერი"

შალამბერიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2693 ნახვა

—
დაიბინდა ლიმნისფერი მზის სხივების ჯერი,ღრუბელს თვალი გაუსწორა ქარვიანის ასხმამ,სხვადასხვაა ჩემთვის ახლა ყველა დილის ფერი,ქარის წისქვილს თავს დაესხა ლურჯი წვიმის თავსხმა.უპატრონო ზანზალაკებს დანგრეული სახლისაბლაბუდა შეესია, მათში სახლობს მტვერი,ცისარტყელებს ვეღარ ვხედავ, ჰორიზონტის სახნისს,სად სახლობდა ერთგულება, დღეს ბინაა მტერის.ჩამოჰკარით ზარებს ისე, რომ შეირყეს ჭერი,რომ ზეცაში დავარღვიოთ ვარსკვლავების თვლემა,მომეკიდა სიმარტოვე, ჩემი სულის გერი,ტვინს მიღალავს ფიქრთა ჯოგის თქარა-თქური, რემა.მინდა მიწას დავუბრუნდე, ფრენით მიხურს კეფადა სასთუმლად მე მეყოფა ერთი ადლი მიწის,თუ არ იქნა ირგვლივ ბორგვა, ქაოსი და ყეფა,მერე მშვიდად დავიძინებ, თუ სხეულზე მიწვიმს.
შალამბერიძე გიორგი

შალამბერიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი