↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს"

შალამბერიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2694 ნახვა

—
მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,დრო არის ხმალთა კვეთების წამის,დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.დადექი ქარში, დადექი ზღურბლზე,ქართული გენის შეაღე კარი,მე სინდისივით დავიწერ შუბლზედროშას, რომელიც ცას ავაკარი.მომაქვს სხეული _ სამსხვერპლო ნერვი,მომაქვს ღაღადი ქვისა და მიწის,ჩემი წინაპრის ავსილი ქვევრიჯერ არდაღვრილი სისხლივით იწვის.დრო არის ბუკის, დრო არ მაქვს ქნარის,უზანგდაწყვეტილ ცხენების დროა,ავლესე ჯიშის ქართული ხმალი,გავთელე ფლოქვით ურდოთა გროვა.მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,დრო არის ხმალთა კვეთების წამის,დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.
შალამბერიძე გიორგი

შალამბერიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი