პოეზია · ლირიკა
IN VINO VERITAS
დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი ამყაროს?!მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანსდა უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებსდა გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა დადაზაფრულს,მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულსდა სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!