პოეზია · ლირიკა
ჩაი მოცხარით
ველევი სითბოს,შელევა კი ძნელი ყოფილა,იმაზე ადრე ჩამივარდა ხელში ლოცვანი,ვიდრე ცოდვებზე ვიტირებდი...მერე შორიდანარაფერს ვიტყვი,ახლოს მოვალ ჩაი მოცხარით.
დავლიოთ,სანამ ეფერება ფოთლები ტერფებს,სანამ ცივა დასიცივე კი ტანზე არ გაცვდა,ვიყო სიტყვების საწყობიდან ამბის მომტანი,შენთვის რომ მეთქვა.შენზე მეთქვა.შენამდე...ალბათ.
ჭაღარებსაც კი სუნი მოაქვთზამთრის ფიჭვების,ნოემბრის დილაც ნამზე შენი სუნითჩამოჯდა,ჩანასახივით მზე დარჩებაღრუბლის მუცელში,თუმცა ცხრა თვეც არ დასჭირდებაგარეთ გამოსვლას.
ველევი გრძნობას,სა-გრძნობ(ლ)ად კი დღეებიც მყოფნის,ატანა უნდა ზამთარსაც დაფოთლებს ტერფფეხქვეშ,დავიწყე უკვე,ხასიათი მიმაქვს მარაგში,ჯერ შენ მოდი და გამიღიმე,მე კი-შენს შემდეგ.