↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საყოვედღეო ეპისტოლე

სანიკიძე ირმა

2018-06-122 წთ საკითხავი1315 ნახვა

—
’’ვაი რა ვნახე, ეს რა დღე მოვინახია?’’
უსმენ ყველა კაცს,სულერთია რას ამბობს ასეთს,წვიმასაც უსმენ, ძირს როგორ ჰყრის ცა ღრუბლის ჩენჩოს,თვალს გადაავლებ სიზმარს უკან, თუ ნახავ რამეს,(თუ რა თქმა უნდა ძილისათვის არ გახდი ურჩი)და არ დაიწყე გარჩეული წვიმების დათვლა,რიკულებიდან გადმოსული სისველე ფეხითარ აურიე და პირდაპირ აივნის თაღთანგადაკიდებულ სარეცხივით ძილი დაფერთხე.
ღია ფანჯრებზე ბინდს აფარებ, როგორც თხელ ფარდას,ჯერ მოუთელავ სიბნელეში თვალებს რომ რულიარ ეკარება, ვერ ისვენებ , მიდიხარ კართანდა აღებ, ისე, ინსტიქტურად,- არავის უცდი.გამვლელებს უყეფს უღიმღამოდ ეზოდან ძაღლი,იქ,ზევით, ზეცის ფერდზე გადის ღრუბლების ღელე,წვიმს ყოველ ღამე.ფანჯრებღია ოთახი. ცალიფიქრია შენი,დანარჩენს რომ ზეცაში ეძებ-
ხარ უმადური ღმერთის, თვითონ არ იცი მოვლა,რაცა გაქვს იმის-გაზაფხულის,სახლის, თუ ნივთის,ემოციური ზეწოლაა, ლექსების როცაარ გინდა ძებნა - ყველა ცხვარი დედასთან მიდის.(ასე გამოდის, ყველა სიტყვა შენ გიბრუნდება.)ვიღაც ლეშივით გისაფრება პასუხად დაგგლეჯს.აპრილის დროით,გულს გიწუხებს,მზე რომ დუნეა,ჰგვანან დღეები ჭირვეულ და მტირალა ბავშვებს.
უსმენ ყველა კაცს-მოკვდავსა, თუ ყველა მომაკვდავს,უსმენდი ბებოს,სიკვდილის წინ. სისხლითაც დუმდი.მოძღვარსაც უსმენ,გულისყურით,მაგრამ მოგწამლაცოდვამ,რომელსაც გაწოდებდა ცხოვრება უმად,მზემოუხარშავ გაზაფხულზე. სველ მიწას გულშიუფენენ მკვდარი სიყვარულის ძვლებს პორციებად,წვები და ფიქრებს საზიარო პარაკლისს უხდი-და ხდება მეტი, ჭირისუფლის გამოცდილება.უსმენ ყველა კაცს,სულერთია რას ამბობს ასეთს.ასჯერ მოსმენილს ერთხელ ნახო,გირჩევენ-არ ღირს...

სანიკიძე ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი